„ეს გამოწვეულია საშვილიშვილო სამუშაოებით ორ გამზირზე” – ნახეთ რას ამბობს კალაძე დედაქალაქში არსებულ საცობებზე

საცობები გამოწვეულია იმ მნიშნელოვანი და საშვილიშვილო სამუშაოების გამო, რომელიც ქეთევან დედოფლის და მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარეობს” – ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე დედაქალაქში სატრანსპორტო კოლაფსთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას.

მისივე თქმით, საცობები თბილისში ყოველთვის იყო, მაგრამ არა ამ მასშტაბის.

ამ გადატვირთულ მოძრაობას ავხსნი იმით, რომ ორი უმნიშვნელოვანესი კვანძი არის გადაკეტილი. ამიტომაც, სწორედ ეს იწვევს საცობებს. საცობები ყოველთვის იყო თბილისში, მაგრამ ასე გადამეტებით არ ყოფილა” – განაცხადა კალაძემ