„როდესაც სხვის ფინანსებზე პრეტენზიები გაქვს, შენი ფინანსებიც უნდა იცოდეს ყველამ” – ხატია დეკანოიძე ნანუკა ჟორჟოლიანის ანგარიშების გასაჯაროებას ითხოვს

ფრაქციანაციონალური მოძრაობისთავმჯდომარე ხატია დეკანოიძე ნანუკა ჟორჟოლიანის განცხადებებს ეხმაურება და თანაპარტიელების შემდეგ ტელეწამყვანის ანგარიშების გასაჯაროებას ითხოვს.

„ცნობილ წამყვანებს, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს, ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართული ვართ ოლიგარქთან ბრძოლაში, ნიშანდობლივი იქნება, რომ ჩვენს ამომრჩევლებს და ოპოზიციის გულმხურვალე მხარდამჭერებს ვაჩვენოთ ჩვენი გამჭვირვალე ფინანსური მდგომარეობა, როდესაც სხვის ფინანსებზე პრეტენზიები გაქვს, შენი ფინანსების გამჭვირვალობა უნდა იცოდეს ყველამ. რაც შეეხება ნანუკას განცხადებებს, არ მსურს ამ ჭორაობაზე განცხადების გაკეთება. როგორი დამოკიდებულებაც არ უნდა ჰქონდეს მას პარტიის ლიდერშიფის მიმართ, როგორც არ უნდა არ მოგწონდეს კონკრეტული ნაბიჯები პარტიის ლიდერშიფის მიერ გადადგმული, დაუშვებელია, რომ ჟურნალისტური ელემენტარული სტანდარტი გულისხმობდეს იმას, რომ ვინმემ თქვას, რომ პარტია უნდა დაინგრეს.” 

განაცხადა ხატია დეკანოიძემ.