კობახიძე: კეზერაშვილმა აღიარა, რომ ოლიგარქია

ქართული ოცნებისთავმჯდომარე, ირაკლი კობახიძეფორმულასდამფუძნებლის დავით კეზერაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

კობახიძის თქმით, ამ განცხადებით დავით კეზერაშვილმა აღიარა, რომ ოლიგარქია.

წერილი გამოაქვეყნა და აღიარა, რომ ის არის ოლიგარქი. მას აქვს ნაძარცვი ფული, პირდაპირ ერევა პოლიტიკაში და პირდაპირ ერევა მედიაში. პირდაპირ თქვა ვაფინანსებ ამ ხალხსო. ანუ, აფინანსებს პოლიტიკოსებს, აფინანსებს მედიას. ეს არის ოლიგარქი. უკრაინული კანონი რომ აიღოთ, ეს არის ოლიგარქის პირდაპირი განმარტება. მას აქვს ნაძარცვი ფული, რაც ცალკე უნდა აღინიშნოს. ქართველი ხალხის ნაძარცვი ფული აქვს წაღებული და ამ ფულის ინვესტირებას ახდენს ახლა პოლიტიკაში და მედიაში იმისათვის, რომ ხელისუფლება შეცვალოს. ეს პირდაპირ თქვა ამ წერილში. პირდაპირ, ბრიყვულად მოუვიდა ეს, მაგრამ აღიარა, რომ ის არის ოლიგარქი. რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყანაში არის საჭირო დეოლიგარქიზაცია და ასეთი ადამიანები არ უნდა ფლობდნენ არავითარ გავლენას, ელემენტარულ გავლენასაც კი ქართულ პოლიტიკაზე და მედიაზე. ასეთი კრიმინალების ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ უნდა იყოს. ჩვენ ვართ კულტურული ქვეყანა და კეზერაშვილი ჩვენს ქვეყანას არ შეშვენის. შესაბამისად, დეოლიგარქიზაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი“ – განაცხადა კობახიძემ.