მარიამ ჯიშკარიანი: მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა არაადეკვატურად დამძიმებულია

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკავივამედშიცენტრ ემპათიასწევრებმა მოინახულეს.

მარიამ ჯიშკარიანის თქმით, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა არაადეკვატურად დამძიმებულია.

განხორციელდა ვიზიტი მიხეილ სააკაშვილთან. ჩვენი შეფასებით, მდგომარეობა დამძიმებულია. ბოლოს ჩვენ ვნახეთ სექტემბრის დასაწყისში და ახლა მდგომარეობა არაადეკვატურად დამძიმებულია, რაც იმაზე მიუთითებს, რომ სიტუაცია არის საკმაოდ მძიმე. მულტიპროფილური დიაგნოზები აქვს მას.

ველოდებით ნევროლოგის ვიზიტს ამერიკიდან, ასევე შესაძლებელია ბატონი კოლბი ჩამოვიდეს, ეს გახლავთ ცნობილი პროფესორი ამერიკიდან. შემდგომში ექსპერტიზა სასწრაფოდ დასრულდება და ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ძალიან სწრაფად იქნება დასკვნა” – განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა.