ბრაზილიაში პრეზიდენტს ირჩევენ

BBC- ინფორმაციით, ბრაზილიის მოქალაქეები პრეზიდენტს, სენატორებს, დეპუტატთა პალატის წევრებსა და გუბერნატორებს ირჩევენ.

გამოცემის ცნობით, მოსახლეობა 81-დან 27 სენატორს, დეპუტატთა პალატის 513-ვე წევრს და 27-ვე გუბერნატორს აირჩევს. საპრეზიდენტო და გუბერნატორის არჩევნებში, თუ ვერცერთი კანდიდატი ხმათა ნახევარზე მეტს ვერ მოაგროვებს, მეორე ტურები 30 ოქტომბერს ჩატარდება.

პრეზიდენტობისთვის ქვეყნის მოქმედი ხელმძღვანელი ჟაირ ბოლსონარუ და ყოფილი პრეზიდენტი ლუის ინასუ ლულა და სილვა იბრძვიან.

არჩევნებში მონაწილეობის მიება 156 მილიონზე მეტ ადამიანს შეუძლია.