ვოლოდიმირ ზელენსკი – ულტიმატუმის გაკეთება შეუძლებელია, ამას ფიზიკურად ვერ ვიზამთ, ჩვენ ყველა უნდა გავნადგურდეთ, მაშინ იქნება მათი ულტიმატუმი ავტომატურად შესრულებული

ყველა ხედავს, რომ ქვეყანას თავად ხალხი იცავს. ეს არა ერთადერთი, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი საგანძურია, რომელიც გვაქვს. ეს არის ჩვენი რკინის გუმბათი და ჩვენი ნამდვილი „თავდაცვითი ალიანსი“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპის მაწუყებელთა კავშირთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

ზელენსკის თქმით, ულტიმატუმის შესრულება შეუძლებელია და უკრაინა ახლა ერთიანია.

„ჩვენ წაგვიყენეს ულტიმატუმი, წაგვიყენეს რამდენიმე პუნქტი. თქვენ შეასრულებთ ამას და შემდეგ ჩვენ დავასრულებთ ომს. ეს არასწორია. ამას არასაით მივყავართ. ეს საკითხი მხოლოდ მე არ მეხება, ის ეხება იმ ფაქტს, რომ მთავრობა და ხალხი ერთიანია. ამის ულტიმატუმით გაკეთება შეუძლებელია. ამას ფიზიკურად ვერ ვიზამთ. ჩვენ დავკარგეთ ხალხი. როგორ შეგვიძლია ამის გაკეთება? ჩვენ ყველა უნდა გავნადგურდეთ, მაშინ იქნება მათი ულტიმატუმი ავტომატურად შესრულებული. მაგალითად, მოგვეცით ხარკოვი, მარიუპოლი, კიევი. ვერც ხარკოვის, ვერც მარიუპოლისა და ვერც კიევის მცხოვრებლები და ვერც პრეზიდენტი ამას ვერ იზამს. ჩვენ ვხედავთ ოკუპირებულ ქალაქებში, მელიტოპოლში, ბერდიანსკში, როდესაც ისინი შედიან, ხალხი არ ნებდება. ისინი თავიანთ დროშებს აღმართავენ და ხალხი მათ ხსნის. მათ ადამიანი მოკლეს, თუმცა ხალხი მაინც ღამით მივიდა და დროშა ჩამოხსნა. რა გსურთ, ყველას განადგურება? სწორედ ამიტომ ვამბობ, ულტიმატუმის შესრულება მხოლოდ მაშინ შეიძლება, თუ ჩვენ არ ვიარსებებთ“, – განაცხადა ზელენსკიმ.