ოლაფ შოლცი – უკრაინელების გამძლეობა დამოკიდებულია შეიარაღების მიწოდების გაგრძელებაზე, უკრაინას უკვე მიეწოდა მაღალეფექტური თავდაცვის შეიარაღება

უკრაინელების გამძლეობა დამოკიდებულია შეიარაღების მიწოდების გაგრძელებაზე. უკრაინას უკვე მიეწოდა მაღალეფექტური თავდაცვის შეიარაღება, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა „დიდი შვიდიანის“ სამიტის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანი რაოდენობის შეიარაღება ისევ გაიგზავნება.

„ჩვენ შეგვაქვს წვლილი მათ გამძლეობაში. ახლა ყველა ახდენს ვითარების შეფასებას. გერმანიაში ერთ-ერთი მე ვარ, ვინც დიდი ხნის განმავლობაში მუშაობს ენერგორესურსების მომარაგების დივერსიფიცირებაზე. ვმუშაობთ, რომ ჩრდილოეთ სანაპიროზე გვქონდეს გათხევადებული ბუნებრივი აირის ტერმინალი, რომ მივიღოთ მეტად დამოუკიდებელი მომარაგების ჯაჭვები გერმანიისთვის. ორი ტერმინალის მშენებლობა სავარაუდოდ, მიმდინარე წელს დაიწყება. სიმართლე ის არის, რომ გერმანია უკვე მუშობს მომარაგების დივერსიფიცირებაზე და ეს ერგება ჩვენ გრძელვადიან პერსპექტივას“, – განაცხადა შოლცმა.