ემანუელ მაკრონი – საჭიროა, გავაკონტროლოთ, ნამდვილად სრულდება თუ არა სანქციები და დავრწმუნდეთ, რომ რუსეთი სხვა სახელმწიფოების ხელშეწყობით სანქციების წნეხს თავს არ არიდებს

დღეს „დიდმა შვიდიანმა“ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დამატებით პაკეტზე იმსჯელა. განვიხილეთ სანქციების გაძლიერების საკითხი. ყველა ჩვენგანი თანხმდება, რომ გავაგრძელებთ ზეწოლას რუსულ ეკონომიკაზე სანქციებით, ვიდრე რუსეთი არ დათანხმდება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, რუსეთი ექცევა იზოლაციაში და ისტორიული პასუხისმგებლობა ეკისრება ამ ომისთვის.

„პუტინს აღარ დარჩება სხვა გზა, გარდა მოლაპარაკებებისა. ჩვენ ასევე პასუხისმგებლები ვართ ამ სანქციების აღსრულების მონიტორინგზე. საჭიროა გავაკონტროლოთ, რომ ნამდვილად სრულდება სანქციები და უნდა დავრწმუნდეთ, რომ რუსეთი სხვა სახელმწიფოების ხელშეწყობით ამ სანქციების წნეხს თავს არ არიდებს“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.