ზესტაფონის ქუჩაზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე 18 წლის ახალგაზრდა დააკავეს

შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანინაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 2004 წელს დაბადებული .. დააკავეს.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის პირველ ოქტომბერს, თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ზესტაფონის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 1991 წელს დაბადებული .. ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილ მამაკაცს შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულსამძებრო ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად .. ბრალდებულის სახით დააკავეს.

ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117- მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს  განაცხადეს შსსში