რაში სჭირდებოდა თავდამსხმელს ანკესი და რუსეთის დროშა – ნახეთ ბრალდებულის პირველი ჩვენება

ვერტმფრენით მინდოდა საქართველოს საზღვრები დამეტოვებინააფხაზეთისა და რუსეთის მიმართულებით. ამისთვის მესაჭიროებოდა, რუსეთის ფედერაციის დროშა და ანკესი. დროშას დავამაგრებდი ანკესის ჯოხზე, რომ საზღვრის კვეთისას გამეშალა” – ამის შესახებ გრიგოლ ნარსიას ჩვენებაში ვკითხულობთ.

ჩვენების თანახმად, ბანკის კარებზე დამაგრებული მოწყობილობები იყო ასაფეთქებელი მოწყობილობის მაკეტი მულიაჟი.

ბანკში შესასვლელი კარი დავკეტე და მასზე დავამაგრე ჩემს მიერ დამზადებული ასაფეთქებელი მოწყობილობის მაკეტიმულიაჟი. ამის შემდეგ, ბანკის თანამშრომლებს ვთხოვე, ჩემთვის ბანკში არსებული ფული მოეცათ. მათ რაღაც ფული იატაკზე დაყარეს. ბანკის თანამშრომელ გოგონას ვუთხარი, რომ თავის უფროსთან დაერეკა და ჩემთვის ფული მოეტანათ. იქ მყოფი ერთერთი, მძევალი ბიჭის საშუალებით, ბანკის ხელმძღვანელს სატელეფონო ზარის მეშვეობით ვთხოვე, რომ ჩემთვის მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ 2 მილიონი ამერიკული დოლარი მოეტანათ.” – წერია ჩვენებაში.