ბათუმში სტუდენტებს ირაკლი კობახიძის წიგნები დაურიგეს

სტუდენტებს გადაეცათ ირაკლი კობახიძის ავტორობით სახელმძღვანელო კონსტიტუციური სამართალი“ – ბათუმელ სტუდენტებს ირაკლი კობახიძის წიგნები დაურიგეს.

ინფორმაციას ბსუ სტუდენტური თვითმმართველობა ავრცელებს:

ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის სახელით იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პირველკურსელებს გადაეცა ირაკლი კობახიძის ავტორობით სახელმძღვანელო, „კონსტიტუციური სამართალი“.
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა ულოცავს ყველა პირველკურსელს სწავლის დაწყებას და უსურვებს წარმატებულ სტუდენტობას!” – წერია ინფორმაციაში.