არ მესმის ეპიდემიოლოგიაში რატომ ერევიან,  საცივის რეცეპტი მე არასოდეს მომიწოდებია და ყველამ თავის საქმე რომ აკეთოს კარგი იქნებდა – იმნაძე  ბიზნესის წარმომადგენლებზე

„არ მესმის ეპიდემიოლოგიაში რატომ ერევიან,  საცივის რეცეპტი მე არასოდეს მომიწოდებია“ – ასე გამოეხმაურა  დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე ბიზნესის წარმომადგენლების  დაუმორჩილებლობის მარშისთვის  მზადებას.

„არ მესმის ეპიდემიოლოგიაში რატომ ერევიან.  საცივის რეცეპტი მე არასოდეს მომიწოდებია და ყველამ თავის საქმე რომ აკეთოს კარგი იქნებდა. ამ ქვეყანაში ხომ ეგ არის მთავარი,“ – თქვა იმნაძემ.

მისივე თქმით, ყველაფერი ისე უნდა გაიხსნას, რომ გაზაფხულსა და ზაფხულზე ნორმალური ცხოვრება იყოს.

„არ გვინდა, რომ როდესაც ქვეყანას გავხსნით 1 თვეში – თვენახევარში დასაკეტი გახდეს ყველაფერი. ვდილობთ, მაქსიმალურად ისე გავხსნათ ყველაფერი, რომ  გართულებები არ გვქონდეს და აპრილისთვის შეზღუდვების დაწესება არ მოგვიხდეს. ისე უნდა გავიხსნათ, რომ გაზაფხული-ზაფხული მიახლოებული იყოს ნორმალურ ცხოვრებასთან,“ – განაცხადა პაატა იმნაძემ.