“ალიან გამიკვირდა უმრავლესობის ერთ-ერთი წევრის განცხადება…”

ლევან გოგიჩაიშვილი პარლამენტში გიორგი ქობულიასთან შეხვედრას და მმართველი გუნდის წევრების განცხადებებს გამოეხმაურა. გოგიჩაიშვილის თქმით, „ქართული ოცნების“ ლიდერების ნათქვამი, რომ მათთვის ეკონომიკის ყოფილი მინისტრის მოხსენება უინტერესო იყო, არასწორია.

დეპუტატის განმარტებით, განცხადებას, რომლითაც საკანონმდებლო ორგანოში გიორგი ქობულია მოიწვიეს, ხელს საპარლამენტო უმრავლესობის ორი წევრი აწერდა ხელს. გარდა ამისა, დღევანდელ შეხვედრას ეკონომიკის ყოფილ მინისტრთან მმართველი გუნდის სამი წარმომადგენელი ესწრებოდა.

„მე ძალიან გამიკვირდა უმრავლესობის ერთ-ერთი წევრის განცხადება, რომ ეს არ არის უმრავლესობის წევრების მოწვეული. ორი ადამიანი აწერდა ხელს უმრავლესობიდან, შესაბამისად, ინფორმაციის არქონა, ასეთი განცხადება, რომ თითქოს, ჩვენ არაფერ შუაში ვართ, ასე არ არის, შუაში არიან იმიტომ, რომ უმრავლესობის ორი წევრი აწერდა ხელს.“ – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

შეგახსენებთ, თამარ ჩუგოშვილმა დღეს განაცხადა, რომ ქობულია პარლამენტში უმრავლესობას არ მიუწვევია.