ზეწოლა სოფელ ტყაიაში – ღობე სანდრას პლაკატების გამო დაშალეს (ვიდეო)

თეონა ჭალიძე

გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი თეონა ჭალიძე ამბობს, რომ ზუგდიდში ზეწოლა ხდება სანდრა რულოვსის ამომრჩევლებზე. ამ წუთებში კი ანალოგიური შემთხვევა დაფიქსირდა სოფელ ტყაიაში.

https://www.facebook.com/teona.chalidze/videos/2295635127124541/

-ეს ღობე  რამდენიმე წელია დემურ ფიფიას -ს სახლის წინ აქვს შემოკავებული სოფელ ტყაიაში 70 კვადრატული იქნება სულ და თავისუფალ დროს ფუტკრების სკისთვის საჭირო ჩარჩოებს ამზადებს, ახლა სანდრას პლაკატები რომ გააკრა და ზოგადად გაერთიანებული ოპოზიციის #ძალაერთობაშია მხარდასაჭერად გააქტიურდა და ვერანაირად ვერ გადაიბირეს,შეტევაზე გადავიდნენ – არჩევნებამდე ორი კვირით ადრე დაადგნენ და მოშალე ღობე ან დაგაჯარიმებთო 3000 ლარით. ასე ცდილობენ ადამიანის დასჯას! არადა ამ სოფელში, რომელიც საოკუპაციო ხაზის პირასაა მოსახლეობას ხელს უნდა უწყობდე ყველანაირად ხელისუფლება რო ხარ! ამით ამ კაცს ვერ შეაშინებენ-გვითხრა თეონა ჭალიძემ.