საქართველოს ეკლესიას კვიპროსში მონასტრის ასაშენებლად მიწა გადაეცა

საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას კვიპროსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე სამონასტრო კომპლექსის ასაშენებლად მიწა უსასყიდლოდ გადაეცა. საუბარია 13 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე.

ამ თემაზე დღეს პარლამენტში სპეციალური შეხვედრა გაიმართა, რომელსაც კვიპროსში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რევაზ ლომინაძე, ხონისა და სამტრედიის ეპარქიის მიტროპოლიტი მეუფე საბა გიგიბერია და საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენელი კვიპროსის რესპუბლიკაში მიტროპოლიტი ზაქარია ფერაძე ესწრებოდნენ.

ტერიტორია აგიოს მარინაში მდებარეობს. სასულიერო პირების განცხადებით, ეს არის
კვიპროსის მთავარეპისკოპოსის ისტორიული გადაწყვეტილება და კომპლექსი ევროპაში ყველაზე მასშტაბური ქართული სამონასტრო-საგანმანმათლებლო ცენტრი გახდება.