თამარ ტალიაშვილს დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდა

უმრავლესობის დეპუტატს, თამარ ტალიაშვილს დეპუტატის უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა. საკითხს პლენარულ სხდომაზე უყარეს კენჭი.

ის ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად დაინიშნა.

ქართული ოცნების“ სიის მიხედვით, გენდერული კვოტირების გათვალისწინებით, მას ადგილმონაცვლე გრეტა წიწავა შეცვლის.