370 განადგურებული ოკუპანტი ერთ დღეში – განახლებული მონაცემები რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 60 800 (+370) ჯარისკაცი დაკარგა.

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02-დან 04.10-მდე ასეთიატანკები – 2 424 (+44), ჯავშანტექნიკა – 5 018 (+27), საარტილერიო სისტემები – 1407 (+2), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 340 (+2).

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 177 (+1), თვითმფრინავი – 266 (+1), ვერტმფრენები – 228 (+0), ოპერატიულტაქტიკური დონის დრონები – 1028 (+2), ფრთოსანი რაკეტები – 246 (+0).  მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 15 (+0).

საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 3 823 (+12), სპეციალური ტექნიკა – 131 (+0).

გასული დღის განმავლობაში ოკუპანტებმა ყველაზე დიდი დანაკარგი კრამატორსკის და ბახმუტის მიმართულებით განიცადეს.