სხვადასხვა

დიდი ოდენობით თანხების მითვისების ფაქტზე თსუ-ის ბუღალტერი დააკავეს

საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხების მითვისებისა და კრედიტის უკანონოდ მიღების ფაქტზეივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბუღალტერი და მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირი დააკავა.

პროკურატურამ აღნიშნულ საქმეზე გამოძიება სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და  უნივერსიტეტის შიდა აუდიტის მომართვების საფუძველზე დაიწყო. საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ყოფილმა ბუღალტერმა, ამ პოზიციაზე მუშაობის პერიოდში, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებითუნივერსიტეტის ანგარიშიდან მასთან დაკავშირებული პირების საბანკო ანგარიშებზე  გადარიცხა და მიითვისა დიდი ოდენობით  – 165 000 ლარი.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფმა პირმა  „თიბისი ბანკიშეცდომაში შეიყვანა თითქოს უნივერსიტეტში სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობდა, რის შედეგადაც უკანონოდ მიიღო  105000 ლარის კრედიტი.

დაკავებულებს ბრალდება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით  თანხის მითვისებისმითვისებაში დახმარების და კრედიტის უკანონოდ მიღების მუხლებით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების  7-დან 11 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა” – აცხადებენ პროკურატურაში.