„უკრაინაში იქამდე დაეკითხათ, სანამ შეფუთულს გამოგვიგზავნიდნენ” – წულუკიანი მიხეილ სააკაშვილზე

„მისი გაძევების საქმეზე გამოძიება რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და შეეძლოთ, ეს ადამიანი ნებისმიერ დროს დაეკითხათ, სანამ საქართველოში შეფუთულს გამოგვიგზავნიდნენ” – ამის შესახებ ვიცეპრემიერმა და კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ეს საბაბს უფრო ჰგავს, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში დაბრუნდეს ვიდრე საჭიროებას.

„რასაკვირველია, სამართლებრივად და თეორიულად ეს შესაძლებელია, მაგრამ ამას ის სახელმწიფო წყვეტს, სადაც კონკრეტული პატიმარი იმყოფება და ამ გადაწყვეტილებაში ვერავინ ჩაერევა. ამ შემთხვევაში, ეს ქვეყანაა საქართველო მიხეილ სააკაშვილი ტრანსპორტაბელურია თუ არა, ეს ცალკე საკითხია. საქართველოს სახელმწიფო თვლის თუ არა, რომ ის დაკითხვის მიზნით უკრაინაში უნდა გადაიყვანონ, ეს მეორე საკითხია და ამაზე უფლებამოსილმა უწყებამ უნდა უპასუხოს. ეს უფრო იმას ჰგავს, რომ როგორმე სააკაშვილი უკრაინაში დაბრუნდეს. ეს საბაბს უფრო ჰგავს, ვიდრე საჭიროებას.” – განაცხადა წულუკიანმა.