„ოცნებამ” გახარიას პარტიის წევრი გადაიბირა – პარტია „საქართველოსთვის” განცხადებას ავრცელებს

„დღეს პარტიის გადაწყვეტილებით სუს-ის და „ქართული ოცნების” მიერ მოსყიდული და გადაბირებული ჩვენი წევრი, დავით ფარცვანია, გარიცხულია პარტიის რიგებიდან.” – ამის შესახებ გახარიას პარტიის წევრმა, ზაზა თევზაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, 20 000 დოლარის სანაცვლოდ ფარცვანიამ დატოვა ფრაქცია და იგი შემჩნეულია სუს-თან თანამშრომლობაში.

„ჩვენი ინფორმაციით, „ოცნების” მხრიდან სულ რაღაც 20 ათასი დოლარის სანაცვლოდ და მომავალში კარგ პოზიციაზე დასაქმების გამო პარტია „საქართველოსათვის” საკრებულოს წევრმა, დავით ფარცვანიამ, ფრაქცია დატოვა.

ნიშანდობლივია, რომ ფარცვანია შემჩნეულია სუსთან და ხელისუფლებასთან სავარაუდო ფარულ თანამშრომლობაში, ინფორმაციისა და ჩანაწერების მიწოდებაში.

„ოცნება” აგრძელებს აგრესიულ პოლიტიკას ჩვენი პარტიის წინააღმდეგ, მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის, მუნიციპალიტეტებში” – განაცხადა ზაზა თავაძემ.