„უკრაინისთვის მისი გადაცემა არის გამორიცხული…” – კობახიძე მიხეილ სააკაშვილზე

„ის დანაშაულებისთვის იხდის სასჯელს და უკრაინისთვის მისი გადაცემა არის გამორიცხული და ვერანაირი ფორმალური აქეთკენ სამართალდამცავ სისტემას ბუნებრივია ვერ უბიძგებს” – ამის შესახებ „ქართული ოცნების” თავჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ამ მოთხოვნის გამოგზავნა არის ერთგვარი პოლიტიკური თამაში.

„ჩვენ წლების განმავლობაში გვქონდა გაგზავნილი მოთხოვნა, საქართველოს ხელისუფლებას მისი გადმოცემის თაობაზე და წლების მანძილზე ეს მოთხოვნა იყო უგულებელყოფილი უკრაინის ხელისუფლების მხრიდან. ახლა რაღაც ფორმალური საბაბით ამ მოთხოვნის გამოგზავნა არის ერთგვარი პოლიტიკური თამაში და ბუნებრივია ამ თამაშს ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა ვერ ექნება.” – განაცხადა კობახიძემ.