რუსეთმა უკრაინაში 62 060 ჯარისკაცი დაკარგა – უკრაინის გენშტაბი ახალ მონაცემებს აქვეყნებს

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 62 060 (+380) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24 თებერვლიდან 8 ოქტომრამდე ასეთია:

ტანკები – 2 472 (+6), ჯავშანტექნიკა – 5 111 (+18), საარტილერიო სისტემები – 1459 (+4), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 345 (+1).

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 180 (+3), თვითმფრინავი – 266 (+0), ვერტმფრენები – 234 (+1), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 1079 (+12), ფრთოსანი რაკეტები – 246 (+0), მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 15 (+0), საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 3 875 (+13), სპეციალური ტექნიკა – 136 (+1).

გასული დღის განმავლობაში ოკუპანტებმა ყველაზე დიდი დანაკარგი კრამატორსკის და კრივოი როგის მიმართულებით განიცადეს.