8 წლის ბავშვს ავტომობილი დაეჯახა

რუსთავში, ბოსტანქალაქის ქუჩაზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. „ტოიოტას” მარკის მსუბუქი ავტომობილი 8 წლის ბავშვს შეეჯახა. – ამის შესახებ ინფორმაციას „ინფო რუსთავი” ავრცელებს.

დაშავებული არასრულწლოვანი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

კლინიკის გადაუდებელი დახმარების განყოფილების ხელმძღვანელის, თეა გელაშვილის განცხადებით, პაციენტს ქვედა კიდურის მოტეხილობა აღენიშნება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.