„ბორდმა გადაწყვეტილება მიიღო… საზოგადოებრივი მაუწყებელი ობიექტური იქნება“

-“მაქვს მოლოდინი, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ობიექტური იქნება, – ასე ეხმაურება ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური მდივნის პოსტზე ვასილ მაღლაფერიძის არჩევას.

მამუკა მდინარეძემ მაღლაფერიძეს წარმატებები და საზოგადოებრივი მაუწყებლის გაძლიერება უსურვა.

“ბორდის გადაწყვეტილების სისწორეზე მე რომ ვიმსჯელო, ჩემი მხრიდან ეს არასწორი იქნება. ბორდმა გადაწყვეტილება მიიღო და ის, რომ ყოველგვარი პოლიტიკური დატვირთვისგან გათავისუფლდეს, პოლიტიკოსებმა შეფასებისგან თავი უნდა შევიკავოთ”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე გახდა. მეორე ტურის განმეორებითი კენჭისყრით, ვასილ მაღლაფერიძის კანდიდატურას მხარი სამეურვეო საბჭოს ექვსმა წევრმა დაუჭირა, ხოლო თინათინ ბერძენიშვილის კანდიდატურას – ორმა.

 წყაროhttp://www.interpressnews.ge/

კომენტარის დატოვება