ვალუტის ახალი კურსი – რა ღირს დოლარი და ევრო?

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7920 ლარი გახდა.

კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.7980 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0060 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7105 ლარია. მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 2.7124 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0019 ლარი შეადგინა.