უკრაინელებმა ხერსონის ოლქში ოკუპანტებისგან კიდევ 5 დასახლება გაათავისუფლეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის ოლქში კიდევ 5 დასახლება გაათავისუფლეს.

„ჩვენმა დანაყოფებმა მიაღწიეს წარმატებას ბერისლავის რაიონში ნოვოვასილივკას, ნოვოჰრიჰორივკას, ნოვაია კამიანკას, ტრიფონივკასა და ჩერვონის გათავისუფლებაში” – აცხადებს პრესსპიკერი, ვლადისლავ ნაზაროვი.