63 000-ზე მეტი განადგურებული ოკუპანტი – რუსეთის საბრძოლო დანაკარგები უკრაინაში

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 63 380 (+270) ჯარისკაცი დაკარგა.

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24 თებერვლიდან 12 ოქტომბრამდე ასეთია:  ტანკები – 2 505 (+1), ჯავშანტექნიკა – 5 181 (+19), საარტილერიო სისტემები – 1507 (+11), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 353 (+2).

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 182 (+1), თვითმფრინავი – 268 (+0), ვერტმფრენები – 235 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 1129 (+15), ფრთოსანი რაკეტები – 315 (+20), მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 15 (+0), საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 3 927 (+11), სპეციალური ტექნიკა – 136 (+0).

გასული დღის განმავლობაში ოკუპანტებმა ყველაზე დიდი დანაკარგი ბახმუტის და ავდეევკის მიმართულებით განიცადეს.