„ძალიან არიან გაღიზიანებული ჩემი საქმიანობით, რეფორმებით” – წალენჯიხის მერს ავტომობილი დაუწვეს

წალენჯიხის მერი გია ხარჩილავა აცხადებს, რომ ავტომობილის დაწვა მის საქმიანობას უკავშირდება.

„დილის 4-ის ნახევარზე ჩემი ავტომობილი, პირადი ავტომობილი ეს, რითაც გადავადგილდები იწვოდა. ბავშვმა ხმა გაიგო, რაღაცის გასკდომის მსგავსი, შემდეგ დავრეკეთ 112-ში მოვიდა სამაშველო სამსახური, მანქანა დამწვარია ბოლომდე. აქ არის ისეთი კვალი, ფოტოზე ჩანს, რომელიც ცეცხლის გაჩენის მექანიზმს განსაზღვრავს, ეს მაძლევს წინასწარი დასკვნის უფლებას, რომ ადამიანმა გააკეთა, თვითონ მანქანა იყო გამართული, 100%-ით გამართული ავტომობილი გახლდათ.

ფაქტია, რომ ძალიან არიან გაღიზიანებული ჩემი საქმიანობით, რეფორმებით, მიდგომებით. მუქარა, აქტი, რომელიც მუქარას შეიცვას, მე იმას გეტყვით, რომ მერია თავის პოლიტიკას არ შეიცვლის” – განაცხადა გია ხარჩილავამ „მთავარ არხთან”

მისივე განცხადებით, სამართალდამცველებმა უკვე გამოკითხეს და მანქანას ექსპერტიზა ჩაუტარდება.