ოკუპანტების ტყვეობიდან 32 ჯარისკაცი გაათავისუფლეს

რუსი ოკუპანტების ტყვეობისგან 32 ჯარისკაცი გაათავისუფლეს – ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი Twitter-ზე ავრცელებს.

ერმაკის თქმით, გათავისუფლებულთა შორის არიან ადამიანები, რომლებიც დაკარგულად ითვლებოდნენ.

„დღეს პატიმართა მორიგი გაცვლა შედგა. მოვახერხეთ 32 ჯარისკაცის გათავისუფლება და ისრაელის მოქალაქის დმიტრო ფიალკას ცხედრის დაბრუნება. გათავისუფლებულთა შორის არიან უკრაინის შეიარაღებული ძალების ოფიცრები, სერჟანტები და ჯარისკაცები. ამ ადამიანებიდან ბევრი დაკარგულად ითვლებოდა” – წერს ერმაკი.