13 წლის მარიტა მეფარიშვილის ცხედარი „მზიურის“ კორტებზე მიასვენეს

მოზარდის ცხედარი დღეს ვაკის სამების ეკლესიაში გადაასვენეს, საიდანაც მარიტა მეფარიშვილი უკანასკნელ გზაზე ოჯახმა, მეგობრებმა და მოქალაქეებმა გააცილეს.

შეგახსენებთ, 13 ოქტომბერს ახლად რეაბილიტირებულ ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსაღებად ჩასულ 3 ბავშვს დენმა დაარტყა. დაშავებულები სასწრაფომ კლინიკაში გადაიყვანა. შემდეგ კი ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთი დაშავებული 13 წლის გოგო მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა.