65 000-ზე მეტი განადგურებული ოკუპანტი – უკრაინის გენშტაბი ახალ მონაცემებს აქვეყნებს

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 65 000 (+300) ჯარისკაცი დაკარგა.

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24 თებერვლიდან 16 ოქტომბრამდე ასეთია:  ტანკები – 2 529 (+5), ჯავშანტექნიკა – 5 193 (+14), საარტილერიო სისტემები – 1589 (+7), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 365 (+0), საჰაერო თავდაცვის სისტემები – 186 (+0), თვითმფრინავი – 268 (+0), ვერტმფრენები – 242 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 1224 (+14), ფრთოსანი რაკეტები – 316 (+0), მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 16 (+0), საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 3 959 (+8), სპეციალური ტექნიკა – 143 (+1)

გენშტაბის ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში მტერმა ყველაზე დიდი დანაკარგი კრივოიროგისა და ბახმუტის მიმართულებით განიცადა.