სალომე ზურაბიშვილი მოლდოვას რესპუბლიკას ეწვევა

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ხვალ სალომე ზურაბიშვილი ქალაქ კიშინეუს ეწვევა და მოლდოვას რესპუბლიკის პრეზიდენტს მაია სანდუს შეხვდება.

მათივე ინფორმაციით, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მოლდოვას პრეზიდენტთან მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში, დელეგაციების თანხლებითაც შედგება, რის შემდეგაც პრეზიდენტები მედიისათვის პრესკონფერენციას გამართავენ და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხებენ.

დაგეგმილია სალომე ზურაბიშვილის შეხვედრები მოლდოვას რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნატალია გავრილიცასთან და მოლდოვას რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარესთან იგორ გროსუსთან.