ირაკლი ღარიბაშვილი იქამდე არ მოისვენებს, ვიდრე პარტიის თავმჯდომარე არ გახდება – არმაზ ახვლედიანი

ირაკლი ღარიბაშვილი იქამდე არ მოისვენებს, ვიდრე არ გახდება პარტიის თავმჯდომარე, – ამის შესახებ ფრაქცია “ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის” წევრმა, არმაზ ახვლედიანმა განაცხადა.

როგორც ახვლედიანი ამბობს, ღარიბაშვილისთვის წარმოუდგენელია ვინმე იყოს მისი ხელმძღვანელი გარდა ბიძინა ივანიშვილისა.

“ის ვერ აიტანს ვერც კობახიძეს და ვერც გახარიას იტანდა და ვერც ვერავის სხვას. შესაბამისად, ახლა არის ბრძოლის გადამწყვეტი ფაზა, რომ ჩაიგდოს ხელში პარტიული თანამდებობა და იგრძნოს თავი გაცილებით კომფორტულად და დაცულად”,- განაცხადა ახვლედიანმა.

შეგახსენებთ, რომ არსებული ინფორმაციით, “ქართული ოცნების” წევრების შეხვედრაზე შესაძლოა პარტიის თავმჯდომარედ ირაკლი ღარიბაშვილის დანიშვნის საკითხი განიხილონ, მოქმედმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ კი, საკონსტიტუციო სასამართლოში გადაინაცვლოს.