„დროა ბოლო მოეღოს რუსეთის ფარისევლობას” – პოდოლიაკი

„დროა ბოლო მოეღოს რუსეთის ფარისევლობას. რუსეთის ფედერაცია ყველა პლატფორმიდან უნდა განდევნონ” – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.

„ისინი, ვინც ბრძანებას გასცემენ კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმისთვის, მშვიდობიანი მოსახლეობის გაყინვის მიზნით და აწყობენ ტოტალურ მობილიზაციას ფრონტის ხაზის გვამების დასაფარად, ნამდვილად არ შეუძლიათ ერთ მაგიდასთან ისხდნენ G20-ის ლიდერებთან. დროა ბოლო მოეღოს რუსეთის ფარისევლობას. რუსეთის ფედერაცია ყველა პლატფორმიდან უნდა განდევნონ” – განაცხადა პოდოლიაკმა.

ცნობისთვის, რუსეთმა დღეს კიევი კამიკაძე დრონებით დაბომბა. როგორც კიევის მერი, ვიტალი კლიჩკო Telegram-ზე წერს, ერთ-ერთი აფეთქება მოხდა შევჩენკივსკის რაიონში, უკრაინის დედაქალაქის ცენტრში.