ვარძიის სამონასტრო კომპლექსში ლოდები მოწყდა

კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტო ვარძიის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც უწყების განცხადებაში ვკითხულობთ, დღეს დილით მუზეუმის მიმდებარედ მთის ფერდობზე ქვათა ცვენა დაიწყო.

„სსიპ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ მიმდინარე წლის 18 ოქტომბერს, დილის საათებში, ვარძიის მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე, პერიმეტრზე შესასვლელ შლაგბაუმთან, მთის ფერდობზე დაიწყო ქვათა ცვენა (დაგორდა ლოდები).

თუმცა, როგორც აღინიშნა, ეს არის მუზეუმის მიმდებარე ტერიტორია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის – ვარძიის სამონასტრო კომპლექსისგან მოშორებით.

მომხდარის შედეგად ძეგლს საფრთხე არ დამუქრებია” – წერია განცხადებაში.

ფოტოს სოციალურ ქსელში კუკური მეტრეველი ავრცელებს.