„გრინსერვის პლიუსის” დირექტორი, ლაშა ფურცხვანიძე დააკავეს

ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეზე, კომპანია გრინსერვის პლიუსის დირექტორი ლაშა ფურცხვანიძე დაკავებულია – ამის შესახებ შსს-ში მიმდინარე ბრიფინგზე განაცხადეს.

„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით და 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც გულისხმობს გულგრილობას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენებას, დაკავებულია შპს „გრინსერვის+“-ის დირექტორი – ლ.ფ” – განაცხადეს შსს-ში.

დაკავებულებს შორის არიან თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე და ასევე კომპანია გრინსერვისის თანამშრომლები და ელექტრო-ინჟინრები.