„თუ რამე გაფუჭდა მუშის ბრალია და თუ გაკეთდა აუცილებლად კალაძემ გააკეთა” – ლევან ხაბეიშვილი

„თუ რამე გაფუჭდა მუშის ბრალია. თუ გაკეთდა აუცილებლად კალაძემ გააკეთა. ჩვენ აღმშენებლები ვართ, რა მაგრად ვიმუშავეთო, მაგრამ როგორც კი პასუხისმგებლობის საკითხი დგება, მაშინვე გაქრება” – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა.

„ოთხი დღის თავზე ეძებთ მუშას. გინდათ, რომ მუშა იყოს დამნაშავე და არა თაბნამდებობის პირი. რამდენი [თანამდებობის პირი] იყო ვაკის პარკში შადრევანის გახსნაზე. დედაქალაქის მერიის ყველა სამსახური, საკრებულოს წარმომადგენლები იქ იყვნენ. ვიდეოსა და ფოტოებში ჩანდა, რომ უამრავი ადამიანი, 100-150 კაცი იქნებოდა გახსნაზე. მას შემდეგ ყველა დაიმალა. პასუხისმგებლობის აღება არავის უნდა.

არა, კახი რა შუაშია, ახლა კახიმ ხომ არ დაამონტაჟა?! და 220 ვოლტს რა უნდოდა შადრევანში?! ან ის, გამომრთველი რატომ არ იყო?! მერიამ როგორ ჩაიბარა?! როგორც კი მერიის სამსახურმა ხელი მოაწერა მიღება-ჩაბარების აქტს და მერმა მოგვიწოდა, რომ მოდით აქ და დაისვენეთო, სიყვარულის ადგილი გახდებაო ვაკის პარკიო და რამდენიმე საათში, ბავშვი დაიღუპა, ამაზე ახლა ხმა არ ამოიღოთ ოპოზიციამო. რას ჰქვია, ამ ტრაგედიაზე თქვენ როგორ იღებთ ხმას?!” – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.