21 000-ზე მეტი მოსწავლე იძულებულია, სხვა სკოლაში ისწავლოს, 2 000-ზე მეტი სკოლა დირექტორის გარეშეა – ,,ლელო”

პარტია ,,ლელო” სკოლებში არსებულ მძიმე ვითარებას ეხმაურება.

პარტიაში ამბობენ, რომ საქართველოს მასშტაბით 2 000 მეტ სკოლას არ ჰყავს დირექტორი და მოვალეობას სკოლის მასწავლებლები ასრულებენ, რომელსაც განათლების მინისტრი ყოველგვარი კონკურსის გარეშე ნიშნავს.

ანა ნაცვლიშვილის ინფორმაციით, 2 1000-მდე მოსწავლეს, სარეაბილიტაციო სამუშაოების გაჭიანურების გამო, სხვა შენობაში უწევს სწავლის გაგრძელება.

,,ლელო” განათლების სამინისტროს მიმართავს, რომ დაუყოვნებლივ მოხდეს სკოლებში არსებული ვითარების მონიტორინგი.