„პარტიის ჯერ კიდევ მოქმედ თავმჯდომარეს, დიდი ხანია საღათას ძილით სძინავს” | ლევან ხაბეიშვილი მელიაზე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობის კანდიდატი ლევან ხაბეიშვილი რეგიონებში შეხვედრებს განაგრძობს.

დღეს ხაბეიშვილი წალენჯიხაში ამომრჩევლებსა და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს შეხვდა.

ლევან ხაბეიშვილი მოქმედ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აკრიტიკებს და მას უმოქმედობაში ადანაშაულებს:

„წალენჯიხაში ვხვდებით ადგილობრივებს, მათ შორის ნაციონალური მოძრაობის ამომრჩევლებს, იმ ადამიანებს, ვისზეც დგას ნაციონალური მოძრაობა წალენჯიხაში, ასევე შევხვდი მერს, ვისთან ერთადაც დავათვალიერეთ ინფრასტრუქტურული პროექტები…ჩვენ ვემზადებით ნაციონალურ მოძრაობაში ცვლილებებისთვის. იმისთვის, რომ საბოლო ჯამში დავამარცხოთ რუსი ოლიგარქი…
პარტიის ჯერ კიდევ მოქმედ თავმჯდომარეს, დიდი ხანია საღათას ძილით სძინავს. ამიტომ, ის რომ არ აქტიურობს, მე არ მიკვირს. ის არც 2022 წელს ხვდებოდა ამომრჩეველს, არც პარტიის გაძლიერებაზე ფიქრობდა, არც მოქმედებაზე. 63 რაიონიდან 50-ზე მეტი მას მხარს არ უჭერს” – აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.

ცნოვისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის არჩევნები 28-29 იანვარს გაიმართება, მანამდე კი ამომრჩეველთა რეგისტრაცია მიმდინარეობს. ენმ-ს ინფორმაციით, მხოლოდ 7 დღეში უკვე 27 000-მდე ამომრჩეველია რეგისტრირებული.