ირაკლი კობახიძე – „ქართული ოცნება“ დგას ძალიან მყარად – სათითაოდ იშლება „ნაცმოძრაობა“, „ევროპული საქართველო“, „გირჩი“ – ჩვენ მოვუვლით ჩვენს პარტიას, მათ მოუარონ თავიანთ პარტიას

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ გუნდი მყარია, ოპოზიციური პარტიები კი იშლებიან.

„ყველა ხედავს, რომ „ქართული ოცნება“ დგას ძალიან მყარად და გუნდი არის ძალიან მყარი და კონსოლიდირებული. რაც შეეხება ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც საუბრობენ, რომ თითქოს რაიმე პრობლემებია. ყველა პოლიტიკური პარტია სათითაოდ იშლება – „ნაცმოძრაობა“, „ევროპული საქართველო“, „გირჩი“ და ა.შ. მგონი, ყველამ თავის პოლიტიკურ პარტიას უნდა მოუაროს – ჩვენ მოვუვლით ჩვენს პოლიტიკურ პარტიას, მათ მოუარონ თავინთ პოლიტიკურ პარტიას“,- განაცხადა კობახიძემ.