საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ირაკლი კობახიძეს შეხვდება

16:45 საათზე, სასტუმრო „ბილთმორში“ (მის.: თბილისი, რუსთაველის გამზირი  #29), საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით, იმართება ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლების შეხვედრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, ირაკლი კობახიძესთან.

 შეხვედრის მიზანია ბიზნესისთვის აქტუალური საკითხების განხილვა, არსებული მდგომარეობის ანალიზი და სამომავლო გეგმებზე, პრიორიტეტებზე საუბარი.

შეხვედრა წარიმართება დიალოგი სფორმატში.