საბრძოლო ვაზნების უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს

სარფის საბაჟო გამშვებ პუნტქზე შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა საზღვარზე საბრძოლო ვაზნების უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს.

როგორც უწყება ინფორმაციას ავრცელებს, მებჟეებმა თურქეთის მოქალაქის ხელბარგის სკანირების შედეგად 6 ცალი საბრძოლო ვაზნა აღმოაჩინეს.

საქმე შემდგომი რეაგირებისთვის შსს-ს უკვე გადაეცა.