,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის ორგანიზაციის წევრების ნაწილი აცხადებს, რომ პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში მხარს ლევან ხაბეიშვილს დაუჭერენ.

მათივე თქმით, მოულოდნელი იყო ენმ-ის ზუგდიდის ორგანიზაციის ნაწილის მიერ მანამდე გაკეთებული განცხადება, მელიას მხარდაჭერის შესახებ.

,,დღეს ზუგდიდის პარტიის ოფისში ჩატარებული ბრიფინგი ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის, ასევე ასობით ჩვენი პარტიის მხარდაჭერისთვის მოულოდნელი იყო. ვარ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დამფუძნებელი, პოლიტსაბჭოს წევრი, რაც რამდენიმე საათის წინ ჩემმა მეგობრებმა ბრიფინგზე თქვეს, არის ხალხის შეცდომაში შეუყვანა, რომ ზუგდიდის ორგანიზაცია მხოლოდ მხარს უჭერს ნიკა მელიას კანდიდატურას. ზუგდიდის ორგანიზაცია არის მრავალფეროვანი, რითაც მე ვამაყობ, ბევრი უჭერს მხარს ლევან ხაბეიშვილის კანდიდატურას, მათ შორის ჩვენც. ასევე, პარტიაში არიან ხალხი, რომლებიც მხარს უჭერენ სხვა კანდიდატს” – აცხადებს ენმ-ის ზუგდიდის ორგანიზაციის ნაწილი.

ნახეთ ასევე: მხარს ვუჭერთ ნიკა მელიას კანდიდატურას | ენმ-ის ზუგდიდის ორგანიზაცია