მხარს ვუჭერთ ნიკა მელიას კანდიდატურას | ენმ-ის ზუგდიდის ორგანიზაცია

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის ორგანიზაცია პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში მხარს ნიკა მელიას დაუჭერს. ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გააკეთა:

,,უდიდესი პატივისცემის მიუხედავად, ყველა კანდიდატის მიმართ, ჩვენ არცერთთან არანაირი პრეტენზია არცერთ მიმართებაში არ გვაქვს, არანაირად არ ვუერთდებით მანკიერ დაპირისპირებას, მოსმენებს, შუღლს და ა.შ. მაგრამ ჩვენ გვაქვს ვალდებულება, მივიღოთ ჩვენი გადაწყვეტილება და კონკრეტულ კანდიდატს დავუჭიროთ მხარი. ჩვენ, ჩვენი ფრაქცია, ასევე ჩვენი პარტიული გუნდი, რომელიც აქ იმყოფება და ჩვენ ზურგს უკან დგას უამრავი ხალხი, მხარს ვუჭერთ ნიკა მელიას კანდიდატურას, რამეთუ მიგვაჩნია, რომ მოცემული სიტუაციიდან, ის არის ყველაზე გამორჩეული და ღირსეული კანდიდატი” – აცხადებს ენმ-ის ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელი.