“სარსანია კანდიდატი კი არა, პასუხისგებაში უნდა იყოს მიცემული!..” (ვიდეო)

ეკა ბესელია, რომელიც 2020 არჩევნებზე მაჟორიტარად კენჭს მცხეთა-მთიანეთში იყრის, ფოთის ამჟამინდელ კანდიდატს დავით სარსანიას უპირისპირდება და ამბობს, რომ ის ჯერ კიდევ ფოთის დეპუტატობის დროს მიმართავდა პრემიერს და არსებულ კორუფციაზე მიუთითებდა.

-ფოთელი არ ვარ, მაგრამ 4 წელი ვემსახურე ამ ქალაქს და ძალიან მიყვარს, აქვე ვიტყვი, რომ ვინც ახლა მაჟორიტარობის ერთ-ერთი კანდიდატია, სარსანია, მაშინ მერი იყო ფოთის, რომელთანაც მე მქონდა დაპირისპირება, იმიტომ რომ ის პირდაპირ იყო ჩართული კორუფციის სქემებში, მე ვიყავი კატეგორიული წინააღმდეგი, რომ ბიუჯეტის ფულში ხელი ეფათურებინათ მათ, სარსანია ახლა კანდიდატი კი არ უნდა იყოს, წესით პასუხისგებაში უნდა იყოს მიცემული, რადგან სწორედ მისი მიზეზით მოხდა იქ ბევრი დიდი პროექტის ჩავარდნა, მერე უსაფრთხოების სამსახურს სეაფარა თავი, იქ წაიყვანეს და იქ დააწყებინეს მუსაობა, ახლა კი დაბრუნდა და ერთ-ერთი კანდიდატია. აი, ასეთ ადამიანებს „ოცნება“ რომ ხელს აფარებდა, მაშინ სხვათაშორის უმრავლესობის წევრი ვიყავი, როცა ამაზე ღია წერილებს ვუგზავნიდი პრემიერს, რომ მიეხედათ იმ კორუფციული სქემისთვის, რაც ფოთში ხდებოდა“.

https://www.youtube.com/watch?v=yFqKo9xM4rQ