მცხეთა-მთიანეთის ახალი გუბერნატორი ჰყავს

მცხეთა-მთიანეთში სახელმწიფო რწმუნებულად – გუბერნატორად ლევან ზაუტაშვილი დაინიშნა, – შესაბამის განკარგულებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ხელი უკვე მოაწერა.

ლევან ზაუტაშვილი 2013-2017 წლებში იყო „კასტელ ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი,  მუშაობდა მსოფლიო ბანკის პროექტებში; დამთავრებული აქვს ინდიანაპოლისის შტატის საერთაშორისო უნივერსიტეტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი.

მთავრობის განკარგულების შესაბამისად, მცხეთა-მთიანეთის ახალი გუბერნატორი მუშაობას ოფიციალურად დღეიდან შეუდგება.