ლიზ ტრასი გადადგა

დიდი ბრიტანეთის პრემიერი, რომელმაც ბორის ჯონსონი რამდენიმე თვის წინ ჩაანაცვლა, თანამდებობას ტოვებს – ამის შესახებ თავად ლიზ ტრასმა განაცხადა.

„მე ვაღიარებ… სიტუაციიდან გამომდინარე, ვერ მოვახერხე მანდატის განხორციელება, რომლითაც მე ამირჩია კონსერვატიულმა პარტიამ” – ეს განცხადება გააკეთა ტრასმა სპეციალურ პრესკონფერენციაზე.

ის პრემიერ-მინისტრად დარჩება, სანამ არ აირჩევენ შემცვლელს.

ცნობისთვის, ტრასი თანამდებობაზე 5 სექტემბერს აირჩიეს.