არ მინდა საჯაროდ ნეგატიური განცხადებების გაკეთება. ის ყველა შემთხვევაში არის ლუკასის დედა – ნიკოლოზ ბასილაშვილი

„ძალიან ბედნიერი ვარ იმითი რომ ჩემ შვილთან არ მქონია ურთიერთობა ბოლო 2 წელია, მინდა დავიწყო ამ ურთიერთობების თავიდან აღდგენა და გამოსწორება. პირველ რიგში ჩემი ნაბიჯი იქნება ეს” – ეს ნიკოლოზ ბასილაშვილის პირველი კომენტარია მისი გამამართლებელი განაჩენის გამოცხადების შემდეგ სასამართლო დავასთან დაკავშირებით.

როგორც ბასილაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ის ბედნიერია „სამართლიანი გადაწყვეტილებით” და ახლა პრიორიტეტია შვილთან ურთიერთობების აღდგენა.

„მე, როგორც თავიდან, საქმის დაწყებიდან აღვნიშნე, არ მინდა საჯაროდ ნეგატიური განცხადებების გაკეთება. ის ყველა შემთხვევაში არის ლუკასის დედა, ამიტომ ჩემთვის ბავშვი არის აბსოლუტურად მთავარი. მე არ მინდა ჩემს პირადზე ვისაუბრო. გადავხარშავ, დავლაგდები ცოტას…
მე ველოდი სამართლიან გადაწყვეტილებას ჩემთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია ამიტომ ძალიან გახარებული ვარ იმით, რომ დადგა სამართლიანი განაჩენი.
ვნერვიულობდი, რთული პერიოდი გამოვიარე ცხოვრებაში, მითუმეტეს, როდესაც იყო გაშვებული ჩემი ხმა სატელევიზიო სივრცეში არასწორად, ამან ჩემზე ძალიან ცუდად იმოქმედა, ეს შინაარსი არ ემსახურებოდა სიმართლეს, ამიტომ, ეს მომენტი ამდენი ცრუ ბრალდება ჩემთვის ძალიან რთული ასატანი იყო და ძალიან მიხარია, რომ ეს ყველაფერი დამთავრდა. ჩემთვის პრიორიტეტია ბავშვთან ურთიერთობების აღდგენა და შემდეგ პროფესიული” – განაცხადა ბასილაშვილმა.