“დავწვები ევროსაბჭოს მისაღებში და მთელი მსოფლიო პრესას ავალაპარაკებ“​

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 5 სექტემბერს მოსამართლე ბესიკ ბუგიანაშვილმა დეკანოზ გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გახმაურებული პროცესის ადვოკატები დაკითხვაზე არიან დაბარებულნი, გავრცელებული ინფორმაციით, ხვალ საქმის მეექვსე ადვოკატიც, ეკა ლომიძეც დაიკითხება.

ადვოკატების საგამოძიებო უწყებაში დაბარებას ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი ეხმიანება და აცხადებს, რომ თუ ადვოკატებს ისევ დაიბარებენ, ის ევროსაბჭოს მისაღებში დაწვება და მსოფლიოს აალაპარაკებს.

-„ადვოკატების დაკითხვაზე დაბარებას ისევ თუ გაბედავენ, დავწვები ევროსაბჭოს მისაღებში და მთელი მსოფლიო პრესას ავალაპარაკებ.

ეს არის პირდაპირი დარტყმა ადვოკატის ფუძემდებლურ პრინციპზე. მინდა, გავაფრთხილო პროკურატურა, ამას მოჰყვება ძალიან მწვავე რეაქცია. ეს იგივეა, რომ მღვდელი დაიბარო და აიძულო აღსარების საიდუმლოს გათქმა. ეს დანგრევს მთელ ადვოკატთა კორპუსს” – აცხადებს ხატიაშვილი.