“პანდას სახელს ნუ უტეხთ“, “ექაუნთები ხომ არ გათხოვოთ”

მარიამ ახალკაცი

“პანდას სახელს ნუ უტეხთ“, “ექაუნთები ხომ არ გათხოვოთ” – ამ ლოზუნგებით მოძრაობა “შეცვალეს“ წევრები “ქართული ოცნების“ ოფისთან აქცია პერფორმანსს მართავენ. აქციის მონაწილეები ოფისთან პანდას ნიღბებით მივიდნენ და ამ ფორმით ხელისუფლებასთან კავშირში მყოფი ასობით ყალბი გვერდისა და ანგარიშის გაუქმების ფაქტი აპროტესტებენ.

აქტივისტები ამბობენ, რომ უნდა გაირკვეს ვინ აფინანსებდა და მართავდა ყალბ ანგარიშებს. მოძრაობა “შეცვალემდე” იმავე შინაარსის აქცია პარტიის ოფისთან სამოქალაქო აქტივისტებმა გამართეს, მათ ადგილზე ყვავილების გვირგვინი მიიტანეს წარწერით “გაუქმებულია გაუქმებულია“.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოში უმსხვილესი სოციალური ქსელის ადმინისტრაციამ 400-ზე მეტი ქართული ანგარიში გააუქმა. “ფეისბუქის” განცხადებით, ყალბი პროფილები საქართველოს ხელისუფლების ნარატივს და მის საერთო მესიჯბოქსს ავრცელებდნენ, ასევე, ეწეოდნენ ანტიდასავლურ კამპანიას და ოპოზიციურ ლიდერებზე ჭორებს ავრცელებდნენ.